საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ვიზიტს ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ვიზიტსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვიზიტი რაჭაში გრძელდება. მორიგი ობიექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში დაათვალიერა, ხილის საშრობი საწარმო „Geo Flower" იყო. ვანო მერაბიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ქარხნის მუშობის სპეციფიკისა და პროდუქციის გასაღების შესახებ. ქარხნის წარმომადგენლების განცხადებით, საწარმო „Geo Flower" 2011 წელს დაარსდა. ამჟამად, საწარმოში ამზადებენ ველური ვაშლის ჩირს, რომელიც 100%-ით ექსპორტზე, კერძოდ გერმანიაში გადის. თუმცა, ქარხანას ფართო შესაძლებლობები აქვს და შესაძლებელია სხვა კენკროვანი კულტურების - მოცვის, ქაცვის, ასკილის მიღება-გადამუშავებაც. საწარმოში 30 ადგილობრივია დასაქმებული და წლის განმავლობაში 1000 ტონამდე ტყის ვაშლის, 100 ტონამდე ასკილის და სხვა კენკროვანი კულტურის გადამუშვებას ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით შეირჩა რაჭა ამ კონკრეტული საწარმოს ასამოქმედებლად და შესაძლებელია თუ არა საქართველოს სხვა რეგიონებშიც მსგავსი პროექტის განხორციელება. ქარხნის წარმომადგენლების ინფორმაციით, გერმანელების დაინტერესება რაჭის ეკოლოგიურად სუფთა კლიმატმა და ადგილობრივი ხილის განსაკუთრებულმა თვისებებმა განაპირობა. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, საწარმომ „Geo Flower" გერმანელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, განახორციელონ კვლევა და დაადგინონ, რა პროდუქცია იქნება მათთვის და მსოფლიო ბაზრისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მსგავსი საწარმოების გახსნას.

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ვიზიტსამბროლაურის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ონში მიმმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშოებს გაეცნო, სადაც ამჟამად 5 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვანო მერაბიშვილი დასაქმებულებს და ადგილობრივებს გაესაუბრა. პროექტის მენეჯერმა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე სამუშაოების შესახებ. პროექტი, გზის საფარის დაგებასთან ერთად, ტროტუარების და გაზონების მოწყობასაც ითვალისწინებს. ამჟამად სამუშაოებზე 35 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ხოლო საშუალო ანაზღაურება 600-800 ლარი არის. სრულმასშტაბიანი სამუშაოების დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 70-80-მდე გაიზრდება.