საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის N2-ე და ბათუმის N3-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის N2-ე და ბათუმის N3-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ დაწესებულებებში ახალი დირექტორები წარადგინა, მათთან ერთად პატიმრების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. 

ქუთაისის საპყრობილის დათვალიერების დროს ვანო მერაბიშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა, მადლობა გადაუხადა პატიმრების უფლებების დაცვაზე ზრუნვისთვის და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის უფრო აქტიურად გაგრძელების იმედი გამოთქვა. 

მოგვიანებით, ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტუმრობის დროს, პრემიერ-მინისტრი საპატიმროში დროებით მივლენილ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაესაუბრა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, გურიის სოფელ მერიასთან მიმდინარეობს ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ბათუმის საპყრობილე გაუქმდება და დაკავებული პირები მერიაში, გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში იქნებიან გადაყვანილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის N2-ე და ბათუმის N3-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დაათვალიერასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის N2-ე და ბათუმის N3-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დაათვალიერასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის N2-ე და ბათუმის N3-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დაათვალიერა