საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს აჭარაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დათვალიერებას ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი განაგრძობს აჭარაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დათვალიერებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე განაგრძობენ აჭარაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დათვალიერებას. ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის დათვალიერების და ციტრუსის მოყვანით დაკავებულ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ახალსოფელის საჩითილე მეურნეობას ეწვია და ჩითილების გამოყვანის ახლად დანერგილ ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნო.


პრემიერ-მინისტრი განაგრძობს აჭარაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დათვალიერებასსაჩითილე მეურნეობის საერთო ფართობი 20 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და სულ 3 მილიონი მაღალი ხარისხის ჩითილის გამოყვანა არის შესაძლებელი. სამომავლოდ საჩითილეს წარმადობის გაზრდა 4 მილიონამდე იგეგმება. მეურნეობაში მაღალი ხარისხის ჩითილების (პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა) გამოყენებით ქართველ ფერმერებს საშუალება მიეცემათ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ იმპორტიორ მეწარმეებს. მეურნეობაში დასაქმებულია 36 ადგილობრივი და საშუალო ხელფასი 450 ლარს შეადგენს.