საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ზესტაფონსა და ტყიბულში ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი ზესტაფონსა და ტყიბულშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი განაგრძობს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და სხვადასხვა დასრულებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. პრემიერ-მინისტრი ამჯერად იმერეთში, კერძოდ, ზესტაფონსა და ტყიბულში იმყოფებოდა.

ქალაქ ზესტაფონში ვანო მერაბიშვილმა ახალი სპორტის სასახლე გახსნა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი და 500 მაყურებელს იტევს. ადგილობრივებთან საუბრის დროს, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარებისთვის სამთავრობო გეგმებზე. ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდგომ პირველი გასვლითი მთავრობის სხდომა სწორედ ზესტაფონში გაიმართება და ქალაქის და მთლიანად რაიონის ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებას მიეძღვნება, რომელიც ითვალისწინებს 24-საათიან წყალმომარაგებას, სრულ გაზიფიკაციას, გზების რეაბილიტაციას და უფასო ინტერნეტს ყველა სოფელში.

ზესტაფონის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ქალაქ ტყიბულში ჩავიდა, სადაც გვენეტაძეების ოჯახში ბუნებრივი აირი პირველმა აანთო. ქალაქ ტყიბულში დასრულდა ბუნებრივი აირის 11-კილომეტრიანი ძირითადი პრემიერ–მინისტრი ზესტაფონსა და ტყიბულშიმაგისტრალის გაყვანა და მოცემულ მომენტში უშუალოდ მოსახლეობის გაზიფიცირება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში იგეგმება ბუნებრივი აირის შეყვანა სოფლებში მუხურა, მოწამეთა და გელათი. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ზესტაფონის მსგავსად, უფასო ინტერნეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც იქნება ხელმისაწვდომი.