საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ჩინური კომპანიების წარმომადგენლები შედიოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ სამრეწველო და საფინანსო სექტორებში, ჩინური ინვესტიციების გაზრდა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე და საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობაზე, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების გაფართოებაზე. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროპაში ჩინური პროდუქციის ექსპორტისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება.