საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობა შეამოწმა ამოსაბეჭდი ვერსია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და წლევანდელ რთველზე ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ქარხნის დირექტორმა პრემიერ-მინისტრს ქარხანაში ბოლო დროს დანერგილი ახალი ტექნოლოგიები და ქარხნის გაზრდილი სიმძლავრეები გააცნო. წელს ქარხანამ უკვე 3000 ტონა ყურძენი გადაამუშავა და ყურძნის მიღებას კვლავ აქტიურად აგრძელებს, მისი დღიური წარმადობა 100-150 ტონაარის. ქარხანამ საზღვარგარეთ 1600 ცალი მუხის კასრი შეუკვეთა, რომელშიც წლევანდელ ღვინოს ხანგრძლივი ვადით მოათავსებენ. საუბარში პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, წლევანდელი მოსავალი კახეთში მაღალშაქრიანობით გამოირჩეოდა და ეს ფაქტორი, ქარხნის თანამედროვე სათავსოებთან ერთად, მაღალი ხარისხის ღვინის დამზადებისათის კარგ წინაპირობას ქმნის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინაიდან კახეთის რეგიონი წელს სტიქიამ უკვე ორჯერ დააზარალა, დაზიანებულ ყურძენს ღვინის ქარხნები 1 კილოგრამს 35 თეთრად, ხოლო შავ ყურძენს 1 კილოგრამს1 ლარად იბარებენ. სულ მთელ კახეთის რეგიონში 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი არის გახსნილი.

 

პრემიერ-მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობა შეამოწმაპრემიერ-მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობა შეამოწმაპრემიერ-მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობა შეამოწმა