საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჭიათურაში მაღაროელებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ჭიათურაში მაღაროელებს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ჭიათურმანგანუმ"-ის მაღაროელებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მაღაროელებს გააცნო მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებიც არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოფლის მხარდაჭერა და უმუშევრობის დაძლევა.

ვანო მერაბიშვილმა აგრეთვე ისაუბრა 1000 ლარიანი ვაუჩერის გამოყენების წესებზეც, რომელიც მოსახლეობას 1 იანვრიდან დაურიგდებათ და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მსურველს საშუალება ექნება საკუთარ სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური 1000 ლარიანი ვაუჩერიდან დაფაროს. გარდა ამისა, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა და მაღაროელებმა ისაუბრეს ჭიათურის და მაღაროელების სპეციფიურ პრობლემებზე და განიხილეს მათი გადაჭრის გზები.