საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრადღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის მთავრობის სახლში უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპებით, მისი ძირითადი მიმართულებებით და კერძოდ საბანკო-საფინანსო სექტორით.

პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარება. უნგრულმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებით. შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრების თანდასწრებით საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ქუთაისში რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან ერთად დაათვალიერეს.