საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ლაგოდეხის კლინიკას ესტუმრა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ლაგოდეხის კლინიკას ესტუმრასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლაგოდეხის კლინიკას ესტუმრა და პაციენტებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა. კლინიკის ერთ-ერთ პალატაში განთავსებულ პენსიონერებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 1 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც ამოქმედდა სახელმწიფო დაზღვევის პოლისი 600 ათასი პენსიონერისთვის, ყოველმა მესამემ, სულ 200 ათასმა პენსიონერმა, უკვე მიაკითხა კლინიკებს და ისარგებლა აღნიშნული პოლისით. გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი შეღავათი იქნება 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც მათ 1 იანვრიდან დაურიგდებათ. აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება, სხვა დანიშნულების გარდა, მედიკამენტების შესაძენადაც იქნება შესაძლებელი.

კლინიკის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სექტორში სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანხების ჩადების აუცილებლობაზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სამედიცინო სექტორის დაფინანსების ზრდას უნდა მოჰყვეს პერსონალის ხელფასების ზრდა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.ლაგოდეხის კლინიკა 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა და დღემდე 22600 პაციენტს მოემსახურა. კლინიკაში 124 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 65 ექიმი და 39 ექთანი.