საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კლინიკა ულტრამედ-ში პაციენტების შემოწმების პროცესს გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი კლინიკა ულტრამედ-ში პაციენტების შემოწმების პროცესს გაეცნოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „ულრამედ"-ს ესტუმრა. პრემიერ-მინისტრმა კლინიკის პენსიონერ პაციენტებთან ერთად ის პროცედურები გაიარა, რომლებსაც დაზღვეული მოქალაქეები გადიან. ვანო მერაბიშვილმა პირადად შეამოწმა სადაზვევო სისტემის ფუნქციონირება და კლინიკის პერსონალთან და პაციენეტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე.

კლინიკა „ულტრამედი" 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ამბულატორიულ მომსახურებას ეწევა. კლინიკის სამედიცინო პერსონალი 37 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 28 ექიმს და 4 ექთანს. 1 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც სახელმწიფო დაზღვევის პოლისი 600 ათასი პენსიონერისთვის ამოქმედდა, კლინიკამ 700-მდე პენსიონერს გაუწია მომსახურება. სულ აღნიშნულ პერიოდში, კლინიკებს მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ათასმა პენსიონერმა მიაკითხა და აღნიშნული პოლისით ისარგებლა.