საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესაქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ბრიფინგი გამართა

ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორ კარასინთან შეხვედრა შეაჯამა. მისი განცხადებით, პირველმა შეხვედრამ აჩვენა, რომ დიალოგი შესაძლებელია. როგორც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენას.

"პირველ ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე ამომრჩევლის მანდატი იყო, რომ რუსეთთან საერთო ენა გამოგვენახა. არ შეიძლება, ვიყოთ მუდმივ კონფრონტაციაში. მე არ ვიცი ქვეყანა, რომელსაც ასეთივე ურთიერთობა აქვს ჩვენს დიდ და რთულ მეზობელთან. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვირჩევდნენ რუსეთთან დიალოგის დაწყებას. დღემდე მესმის რჩევები და მხარდამჭერა ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური