საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური