საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2048

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის „ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში" გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი -27 04) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, სამწლამდე ასაკის ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა თვეში არაუმეტეს 20 000 ლარისოდენობით.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი