საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2056

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 177 600 (ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 1 600 ( ათას ექვსასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე აღნიშნული საწარმოს მიერ გადახდილი თანხის დამატებით ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე 0,08 ლარის გაცემა.

3. მიეცეთ უფლება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, აუცილებლობის შემთხვევაში, 2013 წლის განმავლობაში განაგრძონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება.

 


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი