საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2062

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის N1990განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის N1990 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 288 000 (ორას ოთხმოცდარვა ათასი) ლარი;

გ) თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი." .

 

 

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი