საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2063

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში განსახორცილებელი კონკრეტული ღონისძიებები დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი