საქართველოს მთავრობის განკარგულება N2095

„ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30-სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2056 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2056 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. განკარგულების ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II" ფარგლებში 2011-2013 წლებში უზრუნველყოს ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება;".

2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების ,,ა" ქვეპუნქტით 2012 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება უზრუნველყოს ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის" (პროგრამული კოდი 25 05) მუხლით და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა სახლების მშენებლობა/რებილიტაცია (ევროკავშირი)" (პროგრამული კოდი 25 05 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.".

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი