საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №470

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამ¬თავ-რობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგე-ნილე¬ბაში (სსმ, 19/10/2010, მუხლი 1951) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოსი¬ლე¬ბისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს იუსტიციის მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი - კომისიის თანათავმჯდომარე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.".

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელს;
დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) წარმომადგენელს;შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს;
მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის პროექტის (TIG) წარმომადგენელს;
საერთაშორისო მიგრაციის ცენტრის (CIM) წარმომადგენელს;
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation) წარმომადგენელს;
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) წარმომადგენელს;
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელს;
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელს.".

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში კო¬მი-სიის წევრის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ დღის წესრიგით წინას¬წარ განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას.";

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;
გ) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება კომისიის თანათავმჯდომარე.

4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (შემდგომში - სამდივნო) თანამშრომელი.";დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამდივნო.2. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინ¬ფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;
ბ) მიგრაციის სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას;
გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;
დ) კომისიის მიერ ინიცირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;
ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი