საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №471

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში ( სსმ, 2005 წელი, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ნარმანია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით კირვალიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

დავით დარახველიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვი-თა¬რებისა და ინფრასტრუქტურის მი¬ნისტრის პირველი მოადგილე

შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

არჩილ ცაბუტაშვილი - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი

ზაქარია ხუნძაყიშვილი - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ერეკლე ტრიპოლსკი - საქართველოს პარლამენტის რეგიო¬ნუ¬ლი პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე

ზურაბ ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ონოფრიშვილი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ეკატერინე გიგაური - „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.".


მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი