საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №472

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო-ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილი¬ტა¬ციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკი¬ცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.10.003.01.6663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის":

1. დანართი 1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2012 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 17 401000 ლარით.".

2. „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" (დანართი 1.1) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი
ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 472 060 ლარით.".


მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 25 დეკემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი