საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №478

2012 წლის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული იმ სტუდენტების 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

2012 წლის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული იმ სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 892 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:

მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა
1. 2012 წლის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების (შემდგომში - დაზარალებული სტუდენტები) 2012-2013 სასწავლო წლის დაფინანსება განხორციელდეს "2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" და "2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების ფარგლებში:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა;
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობისა.
3.ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის იმ დაზარალებულ სტუდენტს, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სწავლის საფასური შეევსება დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.


მუხლი 2
. დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა სტუდენტმა, რომლის ოჯახმაც "სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 13 აგვისტოს №1185 ბრძანების შესაბამისად მიიღო ფულადი კომპენსაცია და რომელიც:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ დაზარალებულმა სტუდენტმა, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო სახელმწიფო სასწავლო ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, ან აფინანსებს ნაწილობრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მოიპოვებს პირი, რომელიც "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 და 23 პუნქტების შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მიიღოს სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

მუხლი 3. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებამ დადგენილების ფარგლებში დაფი¬ნანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქარ¬თვე¬ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ¬თლებ¬რივი აქტით.

მუხლი 4. დადგენილების გავრცელება და ხელმისაწვდომობადაინტერესებული პირების ინფორ¬მი¬რების მიზნით, საქართველოს განათ¬ლე¬ბისა და მეცნიერების სა¬მინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების უმაღლესი საგანმანათლებლო და¬წესებუ¬ლე¬¬ბებისათვის მიწოდება და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი