საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №487

საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 1.შეიქმნას საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავ-შირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთე¬ლო-ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარ¬¬¬მომადგენელი - კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის-ტროს წარმომადგენელი  - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს წარმომადგენელი  -  კომისიის წევრი.

2. კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელს; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს; საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელს.

3. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მუხლი 2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის დეკემბრის №487 დადგენილების დანართი

საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანიკომისია წარმოადგენს სამედიცინო პროფილის დაწესებულებებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქცინირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემების შემსწავლელ საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებიკომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:ა) სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ანალიზი ქვეყნის მასშტაბით; ბ) სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა საპრივატიზაციო ან მართვის უფლებით გადაცემულ ხელშეკრულებათა ანალიზი; გ) სამედიცინო პროფილის დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა-ანალიზი; დ) კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანიკომისია უფლებამოსილია:ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს კომისიის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია;ბ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.

მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი
1. კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ასევე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენელი - პარლამენტის წევრები. კომისიისა და სამდივნოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტით.
2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ.
3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ განსაზრვრული კომისიის რომელიმე წევრი.
5. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.
6. კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის მოწვევის ორგანიზაციულ ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომ¬ელიც შედგება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან.

მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომებზე.
2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.