საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალი უფროსი დანიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2013-12-27

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე. შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება სამსახურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 2012 წ. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. 1999-2012 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური