საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 21 იანვრის მთავრობის სხდომა

2013 წლის 21 იანვრის მთავრობის სხდომა2013 წლის 21 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 38 საკითხი, დაემატა 2 საკითხი, მათგან დამტკიცდა 39, ხოლო 1 საკითხი დამატებით შესწავლის მიზნით გადაიდო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტის აკადემია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნება.

მთავრობის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის ახალი პროექტების დაფინანსების შესახებ". ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, კერძოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილი მისწერა მსოფლიო ბანკს იმასთან დაკავშირებით, რომ საირიგაციო-სადრენაჟო სამუშაოების დასაფინანსებლად ჩვენ იაფი კრედიტი მოვიზიდოთ, რათა სოფლის მეურნეობაში აღებული ვალდებულებები შევასრულოთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს მთავრობის დღევანდელივე გადაწყვეტილებით, 300-ზე მეტი დევნილი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საცხოვრებელ ფართებს დაიკანონებს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური