2013 წლის 26 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 26 დეკემბერს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 34 საკითხი განიხილეს, დაემატა 6, დამტკიცდა 40 საკითხი.

მთავრობის წევრების გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით თანხები გამოიყოფა, რაც ციტრუსის სუბსიდირებას მოხმარდება.

სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ, სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამისთვის 680 850 ლარი გაიცემა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძვლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაფინანსება გამოიყოფა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური