საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პირველი რესპუბლიკის ბაღში ყვავილები დაირგო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-22

1 2 3 4

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, სადაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, ყვავილების დარგვის სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა გაიღეს სამახსოვრო ფოტო, რომელიც დროის 
კაფსულაში მოთავსდება. 26 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე, მოხდება კაფსულის ჩადება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.