საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-13

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.

დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერის, ხოლო კახა კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს. 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური