საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თეთნულდის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

► პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს
► თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა
► თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება
► ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია.თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა
► სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი - მოყვარულთათვის, წითელი - პროფესიონალებისთვის და შავი - ექსპერტებისთვის
► "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" გასულ სეზონზე მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურა
► კურორტ "თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება


#მთავრობა2016 #ეკონომიკა2016 #ტურიზმი2016 #რეგიონები2016 #სვანეთი2016