საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-03

მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის #181 დადგენილებით შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უფლების მოსაპოვებლად უნდა შეავსონ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - იხილეთ განაცხადის ფორმა http://gov.ge/s/55aaf

► მეწარმე სუბიექტებმა, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, რეგისტრაციის ფორმის ხელმეორედ შევსებას აღარ საჭიროებენ და მათი განაცხადი პრიორიტეტულად განიხილება.

► მეწარმე სუბიექტი ფორმის შევსების შემდეგ გაივლის ინსპექტირებას, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამდენად აქვს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა.

► ინსპექტირების დადებითი შედეგები შესათანხმებლად წარედგინება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის ოპერატიული მართვის შტაბს.

► საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.