საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი შენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-22

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.

კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით.

მოეწყობა ფიტნესდარბაზი, კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაო პროცესში 45 ადამიანია დასაქმებული.

ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო ევროსტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.