საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგში ამოსაბეჭდი ვერსია

„კორუფციის კონტროლის" მაჩვენებლით მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე - საუკეთესო ოცეულში. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლით" მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო.)

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს : ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.

„მთავრობის ეფექტიანობის" მიხედვით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94%-ი მიიღო, რითაც ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ამ მონაცემით საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზეა, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე.

მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის" მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო).

„რეგულირების ხარისხის" მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე - საუკეთესო ოცეულში. რეგულირების ხარისხის მაჩვენებლით ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.
(2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „რეგულირების ხარისხით" მსოფლიოში იყო 39-ე ადგილზე, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულს მიღმა).

საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლითაც მოწინავე პოზიციებზეა. ჩვენი ქვეყანა უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოსაც. აღნიშნული ანგარიშის და რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა" უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში და ა.შ. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი საქართველო კანონის უზენაესობით ჩამორჩებოდა ყველა განვითარებულ ქვეყანას).