საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

✅საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
✅საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
✅კახეთის რეგიონში გასულ წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა, აქედან 7 უკვე გაიხსნა, 3 შენობის გახსნა კი, მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
✅რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 29 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 24 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
✅სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
✅ გარდა აღნიშნული პროექტისა, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. 2020 წელს:

  • დასრულდა 340-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
  • სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა140 ავტომობილით.
  • სოფლის ექიმები აღიჭურვა 900-ზე მეტი კომპიუტერით, 400 ამბულატორიას გადაეცა სამედიცინო ინვენტარი.
  • აღიჭურვა და გაიხსნა ბათუმის რესპუბლიკური და რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოები. გაიხსნა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალგარემონტებული კორპუსი.
  • ჰოსპიტლების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მიერ, ასევე დონორების მხარდაჭერის ფარგლებში, შესყიდულია აღჭურვილობა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რეანიმობილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.