საქართველოს მთავრობა – სტატისტიკა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

2017 წლის ივლისი-სექტემბრის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია სულ 54 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პასუხი გაეცა 23 მოთხოვნას: 13 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ხოლო 15 წერილი იმყოფებოდა განხილვის პროცესში. სამ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.