საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

შეხვედრა უცხოელ ბიზნესმენებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-19

 

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ენერგეტიკული სფეროს განვითარების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უცხოელ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები.

უცხოური კომპანიები: "Pegasus East West", „CEFC" "SINOHYDRO Euro-Asia" საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესდნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს უშუალოდ საქართველოს მთავრობის მეთაურისგან მოისმინეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები- ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური