საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

საყოველთაო აღწერა პრემიერ-მინისტრის ოჯახში ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღო მონაწილეობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ინტერვიუერი ეწვია და მთავრობის მეთაურს და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს კითხვარი შეავსებინა.
აღწერას პრემიერის შვილები ანდრია და ნიკოლოზიც დაესწრნენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5ნოემბრიდან დაიწყო და იგი დღეს დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური