საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ფოთში ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-22

100 ახალი სამუშაო ადგილი და სასაწყობო ინფრასტრუქტურა 4 ჰექტარზე - ფოთში დღეს ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ტერმინალი „შაჰ-დენიზი-2"-ის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირებასუზრუნველყოფს.
პრემიერმა დღეს პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართულ-ამერიკულ სატრანსპორტო კომპანია ,,პეის ჯგუფს" მისი განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „შაჰ-დენიზი-2" საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტუქტურული პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტგეოპოლოტიკურ დატვირთვას შესძენს, როგორც საქართველოს, ისე - მთლიანად კავკასიის რეგიონს.
„ეს პროექტი განიხილება, როგორც ახალი და ალტერნატიული სამხრეთის დერეფანი ევროპის ქვეყნებისთვის. დღეს საქართველოში არის ჯანსაღი და თავისუფალი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის, ხელსაყრელი პირობები ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიების ეფექტური ოპერირებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური