საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხანა გეოფიშ ფექტორი დაათვალიერა. ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-22

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში დღეს თევზის გადამამუშავებელი ქარხანა „გეოფიშ ფექტორი" დაათვალიერა.
გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა.
ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური