საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-23

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო. საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. 

წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრის აღმშენებლები დალოცა და განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია ბიძინა ივანიშვილის წვლილი ტაძრის მშენებლობაში.
პატრიარქის თქმით, დღეს სრულიად საქართველო წმინდა გიორგის ხსენების გარდა, სამების ტაძრის ამოქმედების 10 წლისთავსაც აღნიშნავს. 1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის საძირკვლის გაჭრა დაიწყო, 2004 წლის 23 ნოემბერს კი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარი აკურთხა.

სამების ტაძარში გამართულ საზეიმო წირვაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური