საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-28

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კიდევ ერთი დადასტურებაა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია, რადგან ის არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოების პარალელურად საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მჭიდრო ურთიერთობას ნატოსთან და უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური