საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველადი მოქალაქეობის საკითხს ეხება.

პრემიერ-მინისტრი ქართველი ემიგრანტების საკანონმდებლო ინიციატივით დაინტერესდა. მისი განცხადებით, შეიქმნება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და კონსულტაციები გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური