საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

რეგიონული განვითარების კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-01

 

რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონული პროექტების ხელშეწყობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის მინისტრები, მხარის რწმუნებულები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე-კომისიის მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. სხდომის გადაწყვეტილებით, გაიზრდება კომისიის შემადგენლობა და შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების საკითხებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით.

კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახლო მომავალში საზოგადოებას რეგიონული განვითარების კონცეფციას წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური