საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი გუდაურში ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-21

   

გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი ამოქმედდა- სამედიცინო ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს მასპინძლობა ჯანდაცვის მინისტრმა გაუწია, რომლის განმარტებით, ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე მსგავსი სამედიცინო პუნქტი აქამდე არ არსებობდა, შესაბამისად, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ტრამვირებული დამსვენებლები თბილისში გადაჰყავდათ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმა გუდაურში მშვიდად დაისვენონ და ჰქონდეთ სრული კომფორტი.
"ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ გუდაურში აშენებულიყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი. ეს იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უამრავი ტურისტი სრიალებს, ბევრი ბავშვი ვარჯიშობს. წლების განმავლობაში მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა პრობლემად რჩებოდა,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამედიცინო ცენტრში პირველადი დახმარების აღმოჩენასთან ერთად, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური