საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველო-ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-07

2

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოიკო ბორისოვმა მოაწერეს ხელი.

კიდევ ერთი დოკუმენტი ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად უწყებები სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, ხელი საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, ოთარ დანელიამ და დესისლავა ტანევამ მოაწერეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური