საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ოფიციალური სადილი

2015-12-07

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილს და სამთავრობო დელეგაციას, ბულგარეთის მთავრობის მეთაურმა, ბოიკო ბორისოვმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური