საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-07

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიაზე შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
მთავრობის მეთაური, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სოფიაში ასევე, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
ტაძრის წინამძღვარი ირაკლი ღარიბაშვილს ეკლესიის ისტორიაზე ესაუბრა. ტაძრის ფართობი - 3170 კვადრატული მეტრი, მთავარი გუმბათის სიმაღლე - 45 მეტრი, ხოლო სამრეკლოს სიმაღლე - 53 მეტრია. ტაძარი 5 000 ადამიანს იტევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური