საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ოფიციალური სადილი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის სახელით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-07

 

საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ცეცკა ცაჩევამ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და საკანონმდებლო ორგანოების მეგობრობის ჯგუფების გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დასრულდა.