საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-14

«მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ» საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000-ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება-გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. სიაში საქართველოში მდებარე 1600 დასახლებული პუნქტია შესული. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის 1-ელ აპრილამდე გაიზრდება.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე", რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური