საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.
რუმინეთის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრემიერს რუმინელმა კოლეგამ, ვიქტორ პონტამ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა. საქართველოსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის კულტურულ, სპორტულ და მედიის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ასევე, დაიგეგმა თანამშრომლობის გააქტიურება ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.
საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებს გააკეთეს.
„საქართველო დღეს ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში; მინდა, ვუსურვო პრემიერ ღარიბაშვილს, იყოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერს ანალოგიურ შეთანხმებას ნატო-სთან", - განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ვალერიუ სტეფან ზგონეას შეხვდა.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


ფოტოგალერეა