საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 11 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის პირველადი ვარიანტზე ისმჯელა. პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას: ნაცვლად 5-სა ეკონომიკური ზრდა იქნება 2 პროცენტი, ინფლაცია კი 3%, სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მლნ ლარით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „დადიანების ბაღი და სასახლეთა კომპლექსი" მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ. ცვილებების მიხედვით, კომპანიას უნდა ჰქონდეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა და ოფისი საქართველოში.


მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის" თაობაზე. პროექტის მიღების შედეგად განხორციელდება პათოგენის პრევენციული ღონისძიებები და ფიტოსანიტარიული კონტროლი, კარტოფილის წარმოების ადგილებში სახელმწიფო კონტროლი, რის შემდეგაც თუ მცენარეზე გამოვლინდება დაავადების ნიშნები ან ნიადაგში აღმოჩნდება პათოგენის სულ მცირე ერთი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმი ტერიტორიაზე გამოცხადდება მცენარეთა კარანტინი, მოხდება საკარანტინო და ბუფერული ზონის დემარკაცია. საკარანტინო ზონაში დაწესდება აკრძალვა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პათოგენის გავრცელების რისკს. ასევე, განხორციელდება პათოგენის წინააღმდეგ ბრძოლის გრძელვადიანი ოფიციალური კონტროლის ღონისძიებები, შესაძლებელი იქნება, მისი საბოლოო აღმოფხვრა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება. (იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული კარტოფილი აღმოჩნდება, 20 წლით კარანტინი დაწესდება).


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური