საქართველოს მთავრობა – ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის

კახეთის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები

2015-04-15

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

 

1   2

3   4

5

საქართველოს მთავრობამ, 2013-2014 წლებში კახეთის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

ორი წლის განმავლობაში შესრულდა 2000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - გზების რეაბილიტაციის 179 პროექტი; რეაბილიტირდა 25 ხიდი; რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემების 152 ობიექტი; გარე განათება მოეწყო 45 ობიექტზე; განხორციელდა სანიაღვრე სისტემების 61 პროექტი; ნაპირსამაგრი სამუშაოების 41 პროექტი; თელავში, ლაგოდეხში, საგარეჯოსა და წნორში მოეწყო მუნიციპალური ნაგავსაყრელები; განხორციელდა სპორტული, საყოფაცხოვრებო, სარწყავი, საკანალიზაციო დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციის 239 პროექტი.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გაიხსნა 36 ახალი საწარმო; გადაიარაღდა 267 საწარმო; შეიქმნა 58 კოოპერატივი; შეღავათიანი აგროკრედიტით გაიცა 10 122 სესხი; მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში ჩართულია 99 591 ბენეფიციარი; მიმდინარეობს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი; დასრულდა მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის მონტაჟი; 2014 წელს გადამუშავდა 125 ათას ტონამდე ყურძენი, გლეხების შემოსავალმა 175 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა; მოკრეფილი და რეალიზებულია 21 881 ტონა ატამი.

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, რეაბილიტირდა 143 სკოლა, 87 ბაღი და 1 პროფესიული სასწავლებელი; სრულდება ლამბალოს სკოლის მშენებლობა; აშენდა 4 ახალი საბავშვო ბაღი; ფუნქციონირება დაიწყო საავიაციო უნივერსტეტის სასწავლო ცენტრმა; 250 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა; 2015 წლიდან დაგეგმილია 49 სკოლის და 3 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია, ასევე 2 სკოლის პროექტირება.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, კახეთს გადაეცა სასწრაფო დახმარების 26 ახალი მანქანა; რეგიონში გაიხსნა 8 ახალი ამბულატორია; დედოფლისწყაროში შენდება 25 ადგილიანი საავადმყოფო; კახეთში 195 სოფლის ექიმი და 223 ექთანი იღებს გაზრდილ დაფინანსებას; კახეთში 19 275 ოჯახი იღებს სოციალურად დაუცველის საარსებო შემწეობას.

ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით, რეგიონში გამრიცხველიანდა 27 000 ოჯახი; გაზიფიცირდა 20 300 აბონენტი; ელექტრიფიცირდა 2 უშუქო სოფელი; ექსპლუატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონში ააშენა N 5 სამმართველოს 4 ახალი სასაზღვრო სექტორი, ასევე განათავსა 112 -ის საინფორმაციო ბანერები.

თავდაცვის სამინისტრომ სოფელ მანავში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 33 კოტეჯი გაარემონტა.

იუსტიციის სამინისტრომ რეგიონში გახსნა 3 საზოგადოებრივი ცენტრი, რის შედეგადაც მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით; გაიხსნა კახეთის რეგიონული არქივის შენობა თელავში; 2015 წელს აშენდება სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ძალისხმევით, კახეთში 54 პრობაციონერი დასაქმდა.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სოფელ დართლოში საუკუნოვანი სახლების სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო; რეაბილიტირდება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 34 სახლი - ამ ეტაპზე უკვე დაიწყო 7 სახლის რეაბილიტაცია; განხორციელდა უჯარმის ციხის ტერიტორიის და სოფელ ზიარის „ქოდალოს" არქეოლოგიური კვლევა; განხორციელდა უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროექტი; ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმსა და თელავის ისტორიულ მუზეუმში განხორციელდა დაცული ექსპონატების რესტავრაცია; ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე; ჩატარდა კვეტერას ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ჩატარდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დოდოსრქის ცენტრალური ტაძრის დაცვითი-გადაუდებელი სამუშაოები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სოფელ დუისში სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას ახორციელებს, ასევე, რეგიონში მოეწყო სპორტული სტადიონები; დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები; სპორტული ინვენტარით აღიჭურვა 10-მდე ქალაქი.

გარდა ამისა, შემუშავებულია კახეთის რეგიონის განვითარების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური